კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
კახეთში დაჭრილი კაცი გარდაიცვალა

სოფელ გურჯაანში დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში შეყვანისთანავე გარდაიცვალა – ინფორმაციას ამის შესახებ, გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის დირექტორი, გელა ორველაშვილი ადასტურებს
საავადმყოფოს მენეჯერის ინფორმაციით, რეანიმაციულმა ღონისძიებებმა შედეგი არ გამოიღო.
” რამდენიმე ცეცხლნასროლი ჭრილობა ჰქონდა, თავში, კისერში და კიდურებზე. ჩავატარეთ რეანიმაციული ღონისძიებები, მაგარ შედეგი არ გამოიღო, გული აღარ ამუშავდა. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ გარდაცვლილი შემოიყვანეს”- განაცხადა ორველაშვილმა
შეგახსენებთ, გურჯაანის მუნიციპლიტეტის სოფელ გურჯაანში, ორ ოჯახს შორის არსებული კონფლიქტის გამო, ერთ-ერთმა მათგანმა, ცოლ- ქმარს, სანადირო თოფიდან ესროლა.
ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.