მნიშვნელოვანირეგიონი
კახეთში დედის მკვლელობის ბრალდებით შვილი დააკავეს
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2017/06/policia.jpg)
გამოძიება ამბობს, რომ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში 91 წლის დედას შვილმა ნაჯახით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
როგორც შსს-ში განაცხადეს, შვილი დედის მკვლელობის ბრალდებით უკვე დააკავეს. გამოძიება მე-11 პრიმა და 108-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილს თავში ნაჯახი აქვს ჩარტყმული.