კახეთში დენის საფასური სავარაუდოდ კომერციულ აბონენტებს გაუძვირდებათ

კახეთში კომერციულ აბონენტებს დენის საფასური სავარაუდოდ გაუძვირდებათ – ამის შესახებ კახეთის ენერგოდისტრიბუციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ბექა ბარამიძე საუბრობს.

მისი თქმით, კომპანია გეგმავს, რომ ტარიფის გადახედვის მოთხოვნით სემეკს უახლოეს პერიოდში მიმართოს, ხოლო რაც შეეხება სამომხმარებლო ფასების გადახედვას, ბარამიძის თქმით უახლოესი 4 -5 თვის განმავლობაში ეს ტარიფი გადახედილი არ იქნება.

შესაბამისად, კომპანიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ფიზიკურ პირებს ელექტრო ენერგია არ გაუძვირდებათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button