მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში ძალადობისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე, ორი პირი დამნაშავედ ცნეს

კახეთში ძალადობისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე, ორი პირი დამნაშავედ ცნეს.

გადაწყვეტილება გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მიიღო და ერთ ბრალდებულს, 6, ხოლო არასრულწლოვან პირს, 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სახელმწიფო ბრალდება, მსჯავრდებულებს 68 წლის მამაკაცის მიმართ ჩადენილი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის, ჯგუფური ცემის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გავრცელების ფაქტზებზე ედავებოდა.

საგამოძიებო მასალების თანახმად, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა პირმა და ერთმა არასრულწლოვანმა, 24 ივნისს, ყვარლის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე 68 წლის დაზარალებულს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შემდეგ თანხა გასტაცეს. ასევე , ორი ე მსჯავრდებული აიძულებდა მამაკაცს, მისი პატივსა და ღირსების შემლახველი მოქმედების განხორციელებას, რასაც მობილური ტელეფონით იღებდნენ და ვიდეოს გავრცელების მუქარით, გარკვეული თანხის გადაცემას აიძულებდნენ.

რამდენიმე დღის შემდეგ, დაზარალებულზე ძალადობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

პოლიციამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბრალდებულები 26 და 27 ივნისს დააკავა.

დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 157-ე მუხლის 1-ლი ნაწილით,. 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინათ.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები ჯგუფურად ძალადობით ჩადენილი ძარცვის და ჯგუფურად გამოძალვის ფაქტებზე გაამართლა, რასაც პროკურატურა სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button