მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

კახეთში ექიმის დაინფიცირების წყარო უცნობია

კახეთში კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების და კლინიკა “ევექსის” ექიმია, თბილისში, ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვეს. ახლა, კორონავირუსით ინფიცირებული ქალის ორივე სამსახურში, იმ ადამიანებს უტარებენ ტეტსირებას, ვისაც ექიმთან ჰქონდა შეხება.

კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ კახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის სამსახურის უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა ბრიფინგი გამართეს.

ნელი ხიზანიშვილის თქმით, ქალის დაინფიცირების წყარო ამ დროისთვის უცნობია, თუმცა ეპიდემილოგები მუშაობენ წყაროს და კონტაქტების გამოსავლენად.

50 წლამდე ქალს კორონავირუსი ექიმების გეგმიური ტესტირების დროს დაუდგინდა. მანადე ის სასწრაფო დახმარების სამსახურის სხვა თანამშროლებთან ერთად გამოძახებებზე, პაციენტებს ემსახურებოდა.

კახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა თქვა, რომ კონკრეტული ციფრების დათვლა ახლა მიმდინარეობს, თუ რამდენ პაციენტს მოემსახურა სასწრაფოს ექიმი. ჟურნალისტებმა ქადაგიშვილს ჰკითხეს, რა ზომების გატარება იგეგმება ყვარელში, ახალი კორონავირუსის გამოვლენის შემდეგ?

სახელწიფო რწმუნებულის თქმით, ამის შესახებ მოგვიანებით მიიღებე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, მანადე კი თქვა, რომ ქალაქის ჩაკეტვა ამ ეტაპზე არ მოხდა.

ყვარელში, კორონავირუსით დაინფიცირებული ექიმის სახლთან ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ისინი შესაძლო კონტაქტების მოკვლევას ცდილობენ. უკვე მოძიებულია 60-მდე კონტაქტი, მათ შორის ოთხი, ექიმის ოჯახის წვრია. მათ COVID-19-ზე ტესტი უკვე ჩაუტარეს და პასუხი უარყოფითია.

მსგავსი პოსტები

Back to top button