რეგიონი

კახეთში ექვსი კოვიდ-ცენტრი პაციენტებს აღარ მიიღებს

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, რეგიონის რვა კოვიდ-ცენტრიდან, ექვსი დაიხურა.
ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებაში ადასტურებენ.
განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, რეგიონში მხოლოდ ორი ჰიბრიდული კლინიკა იმუშავებს.

” გამოვიდა ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც 15 მარტიდან კოვიდ-ცენტრები წყვეტენ პაციენტების მიღებას და ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას. სავარაუდოდ, იქნება ორი ჰიბრიდული კლინიკა თელავსა და დედოფლისწყაროში. თუ საჭირო იქნება პაციენტის სტაციონარში გადაყვანა, ამ კლინიკებში მოხდება მათი მკურნალობა. ამჟამად, 44 პაციენტია, სულ კლინიკებში და ახალი ინფიცირებულების მიღება არ მოხდება”- განაცხადა ხიზანიშვილმა.

დღევანდელი მდგომარეობით, რეგიონში 1544 ტესტირება ჩატარდა და ინფიცირების 67 შემთხვევა გამოვლინდა.
2021 წლის სექტემბრიდან დღემდე, კახეთში 101 600 შემთხვევაა დადასტურებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button