მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში ერეკლე მეორეს დაბადებიდან 302- ე წელს აღნიშნავენ

ქართლ- კახეთის მეფის, ერეკლე მეორეს დაბადების დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები თელავში , საქართველოს მთავრობის ინიციატივით ტარდება.

კახეთის მეფეთა ყოფილი რეზიდენციის, ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა თემატური პავილიონებია მოწყობილი. იუბილეს ფარგლებში, თელავის ცენტრალურ მოედანზე, შემეცნებით და გასართობ აქტივობები მიმდინარეობს. ერეკლე მეფის სასახლის ეზოში საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი წარმოდგენები ტარდება . თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამეცნიერო- ისტორიული კონფერენცია “მეფე ერეკლეს ეპოქა” დაიწყო.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, თელავის ისტორიულ მუზეუმში გამოფენა” ერეკლე მეორე- საქართველოს უკანასკნელი ლომი” და ორენოვანი კატალოგის “ერეკლე II”- ის პრეზენტაცია ჩატარდება და ღონისძიებას მინისტრი, თეა წულუკიანი დაესწრება.

თელავის ცენტრალურ მოედანზე, ერეკლე მეორეს სასახლის მიმდებარე ტერიტორიასა და სასახლის ეზოში, მთელი დღის განმავლობაში იქნება ხელნაკეთი ნაწარმის და ისტორიული საგამოფენო სივრცეები. ჩატარდება კულინარიული მასტერკლასები. დღის ბოლოს გამოვლინდებიან საპატიო თელაველებიც. მუსიკალურ ნომრებს, ერეკლე მეორეს იუბილეზე, როგორც ადგილობრივი, ისე თბილისიდან მოწვეული მომღერლები შეასრულებენ.

სახალხო დღესასწაული ერეკლეობა თელავში, 1993 წლიდან აღინიშნება და ის, ერეკლე მეორეს დაბადების დღეს უკავშირდება. ქართლ- კახეთის მეფე, ერეკლე მეორე, 1720 წლის 7 ნოემბერს, თელავში დაიბადა. მეფობის პერიოდში, ერეკლეს ასზე მეტი ბრძოლა აქვს გადატანილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button