ძლიერი აფეთქება ჩინეთში [Video/Photo]

ჩინეთის საპორტო ქალაქ ტიანცჟინში ძლიერი აფეთქება მოხდა, 42 ადამიანი დაღუპა, 400-ზე მეტი დაშავდა.

აფეთქება, 12 აგვისტოს, კომპანია ჟუჰაის კუთვნილ საწყობში მოხდა. ჟურნალისტების მონაცემებით, აფეთქება იმდენად მძლავრი იყო, რომ , 2 კილომეტრის რადიუსში განლაგებული შენობების მინები მთლიანად ჩაილეწა. 1000-ზე მეტი ავტომობილი დაზიანდა.

ხანძრის ლიკვიდაციის მომენტში, საწყობის ტერიტორიაზე, კიდევ რამდენიმე აფეთქება მოხდა. ექსპერტების ვარაუდით, აფეთქებების ჯამურმა სიმძლავრემ, ტროტილის ეკვივალენტში, 20 ათას ტონას გადაააჭარბა.

აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. ცნობილია, რომ საწყობში ადვილად აალებადი ნივთიერებები ინახებოდა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”15151″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button