კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში გაუჩინარებული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშავლიდან გაუჩინარებული 69 წლის ანზორ პეტროსიანს, მაშველებმა, მდინარე ალაზნის სარწყავ არხში მიაგნეს.

მამაკაცის ცხედარი უკვე გადასვენებულია ლევან სამხარაულის სახელობის გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროში, სადაც მას შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდება.

პეტროსიანი სახლიდან 8 დღის წინ გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. თანასოფლელებმა მამაკაცი, ბოლოს 15 თებერვალს შენიშნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო

მსგავსი პოსტები

Back to top button