“კახეთში გაზაფხულიდან 85 ათას ოჯახს გაუუარესდება მდგომარეობა”
პარლამენტში ხმაური მოყვა ოპოზიციის განცხადებებს, რომელიც შეეხებოდა კახეთში ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებას.
ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ერთიანი საქართველოსთვის თავმჯდომარის განცხადებით, მთავრობამ მოახერხა ის, რომ კახეთში გაზაფხულიდან 85 ათას ოჯახს გაუუარესდება მდგომარეობა. საუბარია დენის ტარიფის 4 თეთრიანი ზრდაზე.
უმრავლესობა კი ნაციონალური მოძრაობის განცხადებებს პოპულისტური უწოდა. ქართული ოცნების წევრის გიორგი ვოლსკის თქმით, ენერგომომარაგების საკითხს მუშაობა სჭირდება.