რეგიონისიახლეები

კახეთში გრიპზე ვაქცინაცია დაიწყო

კახეთში 60 წელზე ზემოთ ასაკის მოსახლეობას სეზონურ გრიპზე აცრა უკვე შეუძლია. ვაქცინაციის პროცესი, იმუნიზაციის ყველა პუნქტში ტარდება და აცრისათვის მოქალაქემ შესაბამის კაბინეტს უნდა მიაკითხოს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თელავის განყოფილების ხელმძღვანელი, მაია ჯღუთაშვილი, რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ პროცესი აქტიურია.

” სეზონურ გრიპზე აცრის პროცესით უკმაყოფილოები არ ვართ. არის საკმარისი აქტივობა. განსაზღვრულია ჯგუფები, ვისაც ეს აცრა ეროვნული კალენდრით ეკუთვნის. მხოლოდ ჩვენს მუნიციპალიტეტში, 2500 დოზა ფრანგული ვაქცინაა შემოტანილი. გასულ წელს, უფრო მეტი იყო და დამატებაც კი დაგვჭირდა, რადგან მოთხოვნა გაჩნდა. აცრა მთელი სეზონი გაგრძელდება, თუმცა, მაინც ვაძლევთ რეკომენდაციას, სეზონის დაწყებისას აიცრან”- განაცხადა ჯღუთაშვილმა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული ჯგუფის გარდა, ვაქცინით სარგებლობა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, თუმცა ასეთი შემთხვევისათვის, აცრა, კომერციულ ხასიათს ატარებს. გრიპის ვაქცინით აცრა 6 თვის ასაკიდან არის დაშვებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button