რეგიონი

კახეთში იარაღის შენახვისათვის 50 წლის მამაკაცი დააკავეს

კახეთში იარაღის შენახვისათვის 50 წლის მამაკაცი დააკავეს.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იარაღს მამაკაცის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას მიაგნეს.

სამართალდამცავებმა სახლის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის, “აკს”-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 56 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყო.
დაკავებულ მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისათვის ბრალი უკვე წაუყენეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს, 3-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button