მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავში არაბრენდირებული საწვავი კიდევ გაძვირდა

თელავში ბენზინგასამართ სადგურებზე, ბენზინისა და დიზელის საწვავის ღირებულება 10 თეთრითაა მომატებული.საწვავის რეალიზატორები, ფასის მატების მიზეზად, კვლავ მომწოდებლისაგან გაზრდილ ფასებს ასახელებენ.

” საიდანაც საწვავი შემოგვაქვს, იქ ფასი ისევ მომატებული დაგვხვდა. აგვიხსნეს, რომ მსოფლიო ბაზარზეც მატებაა და ზარალზე ხომ არ ვიქნებითო. ჩვენ არც გვაწყობს მაღალი ფასი, მომხმარებელს ვკარგავთ. უჭირს ხალხს გაძვირებული საწვავის შეძენა, ისედაც ყველაფერი მომატებულია”- განაცხადა რადიო ჰერეთთან ერთ- ერთი სადგურის მფლობელმა.

საწვავზე ფასის მატებამ, არჩევანის წინაშე დააყენა კერძო ტაქსების მფლობელებიც. ისინი მგზავრობის ღირებულების შესაძლო გაზრდაზე ალაპარაკდნენ.

” ისევ გააძვირეს საწვავი, თითქოს ხალხს ფული ციდან უცვიოდეს. ახლა ვფიქრობ, მგზავრობის ღირებულება გავზარდო, თუ არა. მოვუმატო და მგზავრს დავკარგავ, არ მოვუმატებ და სახლში ვეღარაფერი მიმაქვს. ორ წყალს შუა ვარ”- თქვა რადიო ჰერეთთნა ტაქსის მძღოლმა, ზაურ თაღორაშვილმა.

კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში, საწვავის ფასის კლების შემდეგ, არაბრენდირებული საწვავი უკვე მეორედ გაიზარდა.

დღევანდელი მდგომარეობით, არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე, ბენზინის ღირებულება, უკვე 2.10 – 2. 40 ლარია.

მსგავსი პოსტები

Back to top button