მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ვაქცინირებულ პირებს შესაძლოა კოვიდრეგულაციები აღარ შეეხოს

ადამიანებისთვის, ვისაც ვაქცინის 2 დოზა ექნებათ გაკეთებული, შესაძლოა კომენდანტის საათი და პანდემიის გამო დაწესებული სხვა შეზღუდვები მოიხსნას – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

“ამაზე ჩვენ ვმუშაობთ, რამდენიმე პუნქტი, რაც საერთაშორისო გამოცდილებით არის – იგივე კომენდანტის საათის დროს თავისუფალი გადაადგილება, უცხოეთში მგზავრობისას შესაბამისი დოკუმენტი… რამდენიმე ინიციატივაზე ვმუშაობთ, რომელსაც წინასწარ ვერ გავაჟღერებ, რომ მოსახლეობას ჰქონდეს მეტი დაინტერესება, რომ სწრაფად და სრულად იქნას აცრილი” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აღნიშნული ინიციატივით , დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საკოორდინაციო საბჭოს მომავალ კვირას მიმართავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button