მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში კერძო სამედიცინო კლინიკის ორი თანამშრომელი დააკავეს

კახეთში კერძო სამედიცინო კლინიკის ორი თანამშრომელი დააკავეს

დაკავება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განახორციელეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით და შესაბამისი ფულადი თანხის სანაცვლოდ, დაინტერესებულ პირებზე ფსიქოტროპული მედიკამენტების შესაძენ რეცეპტებს გასცემდნენ.

რეცეპტების გაცემა, დიდი ხნის განმავლობაში, სათანადო სამედიცინო შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევის გარეშე ხდებოდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 221- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც კომერციულ მოსყიდვას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button