მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში ხანძრის ჩაქრობის დროს მეხანძრე-მაშველი გარდაიცვალა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ახმეტის განყოფილების თანამშრომელი, 34 წლის მამაკაცი  სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა. ინფორმაციას ადასტურებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც სოფელ ნადუქნარში მეხანძრე სოფლის სასაფლაოზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობდა.

არსებული ინფორმაციით, მეხანძრე სახანძრო მანქანაზე ასვლას ცდილობდა, ფეხი გაუცურდა და გადმოვარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button