ზიკას ვირუსით დასნეულებულმა კლინტონმა ხალხი შოკში ჩააგდო [Video]

ნიუ-იორკში პრანკერმა, ტაილერ ფიშერმა გამვლელებს თავი BBC-ის კორესპონდენტად მოაჩვენა, რომელმაც ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო მარათონიდან გამოთიშვის შესახებ სასწრაფო ცნობა მიიღო.

პრანკერის ხუმრობის ვიდეო YouTube-არხზე გამოქვეყნდა.

ფიშერმა განაცხადა, რომ ჰილარი კლინტონს ზიკას ვირუსი დაუდგინეს და ვინაიდან, მისი მთავარი მეტოქე დონალდ ტრამპია, სავარაუდოდ, ის გახდება აშშ-ის ახალი პრეზიდენტი.

გამოკითხულ ამერიკელთა უმრავლესობას ტრამპის გაპრეზიდენტებაზე ნეგატიური რეაქცია ჰქონდა. რამდენიმე მათგანი იმდენად დაბნეული და შოკირებული დარჩა, რომ ქვეყნის დატოვებასა და თვითმკვლელობაზეც კი დაფიქრდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button