მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კახეთში ხე-ტყის უკანონო ჭრის შემთხვევები გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტები, სამ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დააფიქსირეს.

უწყებაში განმარტავენ, რომ გამოვლენილი ხუთი ფაქტიდან ორი, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

“საგარეჯოსა და ყვარლისა მუნიციპალიტეტების სოფლებში, მოქალაქეები შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდნენ უკანონოდ მოპოვებული წაბლის, წიფელის, რცხილასა და ნეკერჩხლის სახეობის 12 მ3-მდე ხე-ტყის ტრანსპორტირებას.

ხოლო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანის მიმდებარე ტყის ფონდში, ასევე ჭიაურის სატყეოსა და შპს “ფაუნას” ტერიტორიაზე, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს და დაამზადეს ჭადრის, მუხისა და კაკლის სახეობის 6 მ3-მდე პირველი ხარისხის ხე-ტყე” – განაცხადეს დეპარტამენტში.

ხუთი სამართალდამრღვევი მოქალაქის მიმართ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმია შედგენილი და ისინი შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდებიან.

ხე- ტყის უკანონო ჭრის ორი ფაქტი კი, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და რეაგირებას მასზე შესაბამისი უწყება მოახდენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button