რეგიონი

კახეთში ხუთი სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდა

კახეთში ხუთი სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდა.
მიზეზი კორონავირუსის მრავლობითი შემთხვევა გახდა, რომელიც მოსწავლეებსა და პედაგოგებს დაუდასტურდა.
დღევანდელი მდგომარეობით, თელავის მეორე და სოფლების, ფშავლის, ართანის, ლაფანყურისა და პატარძეულის საჯარო სკოლები სრულად დისტანციური სწავლების რეჟიმზე არიან.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ონლაინ სწავლებაზე, სხვადასხვა სკოლის რამდენიმე კლასიც გადაიყვანეს.

” სკოლებში არსებული ვითარების შესახებ, დირექცია მიმართავს ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს და მათთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებას. ამჟამად, ხუთი სკოლა და ორი კლასი სწავლობს ონლაინში. ყოველი კონკრეტული ვითარება ფასდება და ასე მივდევთ სასწავლო პროცესს- განაცხადა ხიზანიშვილმა.

კახეთში კორონავირუსის შემთხვევების ნახტომისებური ზრდა, 25 იანვრიდან დაფიქსირდა, როცა კორონავირუსით 626 პირი დაინფიცირდა.

დღევანდელი მდგომარეობით, 2712 ინფიცირებული პირიდან, კახეთის კოვიდკლინიკებში, 187 პაციენტია ჰოსპიტალიზებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button