მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში კორონა ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

კორონა ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა კახეთის რეგიონში. თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში, ხანდაზმული ქალი გარდაიცვალა. ექიმების განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სავადმყოფოში გადაყვანისთანავე რთული იყო.

სექტემბრიდან დღემდე,რეგიონში, კოვიდ- 19- ით გარდაცვალების 107 შემთხვევა დაფიქსირდა.
24 საათის განმავლობაში, კახეთში აღებული 1076 ტესტიდან, კორონა ვირუსის 60 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ყველაზე მეტი, 24 ინფიცირებული, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.

მთლიანად რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 11137 – ს მიაღწია. აქედან, ყველაზე მეტი, 2489 თელავში და 2487 გურჯაანში ფიქსირდება.

1541 ინფიცირებულია ლაგოდეხში, 1377 საგარეჯოში, 930 – ყვარელში, 805 სიღნაღში, 771, დედოფლისწყაროში. კორონა ვირუსით ინფიცირებულთა ყველაზე მცირე რაოდენობა- 707 შემთხვევა, ახმეტის მუნიციპალიტეტშია გამოვლენილი.

ამ ეტაპზე მკურნალობას გადის 568 პაციენტი, მათ შორის 500 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 68 მოქალაქე კი, იმყოფება კოვიდ კლინიკაში.

მთლიანად, რეგიონში კორონა ვირუსისგან, 10462 პაციენტი გამოჯანმრთელდა

მსგავსი პოსტები

Back to top button