კახეთში Covid19-ით პედაგოგების და მოსწავლეების 43 ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა
საჯარო სკოლებში სწავლის განახლების შემდეგ კახეთში, კორონა ვირუსით, პედაგოგების 27 და სხვადასხვა ასაკის მოსწავლის ინფიცირების 43 შემთხვევა გამოვლინდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, შემთხვევების მატება მობილობის ზრდამ გამოიწვია.
” ბუნებრივია, მობილობის ზრდასთან ერთად, სკოლებში შემთხვევებს ველოდებოდით. რამდენიმე ათეული ფაქტია უკვე დაფიქსირებული. შესსბამისად, ეპიდემიოლოგები იძლევიან რეკომენდაციას კლასის, ან სკოლის დისტანციურ რეჟიმზე გადასაყვანად. მასწავლებლების ტესტირება ორ კვირაში ერთხელ გრძელდება. მაქსიმალურად ვცდილობთ, გამოვლინება დროულად გავაკეთოთ და სკოლებსაც, შესაბამისი სამსახურები ამოწმებენ”- განაცხადა ხიზანიშვილმა.
დღევანდელი მდგომარეობით, კახეთის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, საჯარო სკოლები დისტანციური სწავლების რეჟიმში რჩებიან, ნაწილი კი საკლასო ოთახებს უკვე დაუბრუნდა.
სწავლა კახეთის საჯარო სკოლებში, 1 თებერვალს განახლდა.
ონლაინ სწავლებაზე გადასვლის მსურველ მოსწავლეებს, განათლების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სპეციალურ საიტზე შეუძლიათ დარეგისტრირება