მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში კახეთში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რაოდენობამ 787-ს მიაღწია.

ეპიდსტატისტიკა მუნიციპალიტეტების მიხედვით ასეთია: თელავი – 237, დედოფლისწყარო – 29, გურჯაანი – 192, სიღნაღი – 61, ყვარელი – 95, ლაგოდეხი – 71, ახმეტა – 37, საგარეჯო – 65.

ამ ეტაპზე 606 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 550 – ბინაზე, 2 საკარანტინო ზონაში, 54 – კოვიდკლინიკაში.

კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 179-მდე გაიზარდა. თვითიზოლაციაში 1383 მოქალაქე რჩება, 159 კი მოიხსნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button