კახეთში კორონავირუსის 54 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/09/ნელი-ხიზანიშვილი.jpg)
ეპიდემიოლოგებმა ახლად ინფიცირებული პირების 88 კონტაქტი მოიძიეს. ყველა მათგანი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან, ყველაზე მეტი გურჯაანის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა.
“ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 16 ფაქტი დადასტურდა გურჯაანში. დანარჩენი გადანაწილება ასეთია- ახმეტა-3, დედოფლისწყარო -4, თელავი -11, ლაგოდეხი-5, საგარეჯო-12, სიღნაღი -1 და ყვარელი -2 . თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა 670- ია, ხოლო თვითიზოლაციიდან 63 ადამიანი მოიხსნა”- განაცხადა ხიზანიშვილმა.
24 საათის განმავლობაში, სამედიცინო დაწესებულებებში სულ 1085 სწრაფ ანტიგენზე დამყარებული და Pჩღ ტესტი აიღეს. ტესტირების შედეგები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.
სექტემბრიდან დღემდე, კახეთში 10955 ინფიცირებულია, აქედან კოვიდ- 19-მა 105 პაციენტი იმსხვერპლა