მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა

კახეთში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა.

ვირუსი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში მცხოვრებ ქალს დაუდასტურდა.

პაციენტმა წნორის ცხელების ცენტრს, გარკვეული სიმპტომებით, თვითდინებით მიმართა.

კორონავირუსი დაუდასტურდა თელავში, თვითიზოლაციაში მყოფ 3 პირს.

ეპიდემიოლოგები კოვიდინფიცირებულების კონტაქტებს იკვლევენ.

სულ კახეთში ვირუსის 94 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button