მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელიც მაღალია და ლეტალობაც-ხიზანიშვილი

“კორონა ვირუსის შემთხვევების დადებითობისა და ლეტალობის მაჩვენებელიც, კახეთში ჯერ კიდევ მაღალია”- ამის შესახებ, რადიო ჰერეთს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა .

ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, დღე- ღამის განმავლობაში აღებული 1656 ტესტიდან, 236 დადასტურებული შემთხვევა, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

” ეს მაჩვენებლები ჯერ კიდევ მაღალია. ვაქცინაციის პროცესი მიდის, მაგრამ ჯერჯერობით, გადადების ჯაჭვის გაწყვეტა არ ხერხდება. დადებითობის მაჩვენებელიც მაღალია და ლეტალობაც” – განმარტა ხიზანიშვილმა.

დღევანდელი მდგომარეობით, რეგიონში 3143 აქტიური შემთხვევაა, აქედან 2900 პირი დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 28 მკურნალობს კოვიდ სასტუმროში, 215 კი, სტაციონარში იმყოფება.
დღეს, ინფიცირების ყველაზე მეტი, 59 შემთხვევა, თელავში გამოვლინდა.

სექტემბრიდან დღემდე, კახეთში 33000 ინფიცირებული გამოვლინდა და 260 პაციენტი გარდაიცვალა.
სულ რეგიონში, 70046 კოვიდსაწინააღმდეგო აცრაა ჩატარებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button