კახეთში კორონავირუსის დღიური 106 შემთხვევაა

ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში კოვიდ- 19 -ის დიაგნოზით, მამაკაცი გარდაიცვალა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, გარდაცვლილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეს მკვიდრია.
ექიმების განმარტებით, მამაკაცს ასაკი და მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
სექტემბრიდან დღემდე, კახეთში უკვე 93 პაციენტი გარდაიცვალა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რეგიონში კორონა ვირუსის 106 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეპიდემიოლოგებმა ახალი შემთხვევების 120 კონტაქტი უკვე მოიძიეს.
მთლიანად რეგიონში, კორონა ვირუსის 10 222 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ამ ეტაპზე, მკურნალობას 1734 მოქალაქე გადის. მათ შორის, 1586 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 2 კოვიდ – სასტუმროში, ხოლო 146 იმყოფება კოვიდ კლინიკაში.
დღე- ღამის განმავლობაში კორონა ვირუსისგან 213 პაციენტი განიკურნა.