მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა, ყვარლის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა

26 სექტემბერს, კახეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა, ყვარლის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა.

ორივე ინფიცირებული პირი ყვარლის უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.

პაციენტებს სპეციალიზებულ კლინიკაში რამდენიმე საათში გადაიყვანენ.

ეპიდემიოლოგები დაინფიცირებული პირების კონტაქტების მოძიებასა და თვითიზოლაციაში გადაყვანაზე მუშაობენ.

ამ წუთის მონაცემებით, კახეთში კორონავირუსის უკვე 54 დადასტურებული შემთხვევაა.

შეგახსენებთ, რომ 25 სექტემბრის მონაცემებით, რომელიც ოფიციალურად გაცხადდა, კახეთში ახალი მხოლოდ 1 შემთხვევა იყო დაფიქსირებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button