მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 285-მდე გაიზარდა

თითქმის ორკვირიანი დუმილის შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებამ, რეგიონში კოვიდ19-ის სტატისტიკა გაასაჯაროვა.

მონაცემების მიხედვით, ბოლო დღეების განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კახეთში 285-მდე გაიზარდა.

კოვიდ19-ის ყველაზე მეტი, 73 შემთხვევა, დაფიქსირებულია თელავის მუნიციპალიტეტში და ის შემოსავლების სამსახურის თელავის სერვის-ცენტრის კლასტერს უკავშირდება.

იფიცირებულთა რაოდენობა თანაბარია, ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში და ის 53-ს შეადგენს.

კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან, დღემდე, კოვიდ19-ის 32 ფაქტი გამოვლინდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

დღეისათვის, 30 ინფიცირებულია სიღნაღში, 28 – ახმეტის მუნიციპალიტეტებში.

კორონავირუსის ყველაზე მცირე რაოდენობა ფიქსირდება დედოფლისწყაროში – 11, ხოლო საგარეჯოში- 6.

აღსანიშნავია, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, კორონავირუსით ინფიცირებული პირები, ოქტომბრის შუა რიცხვებამდე არ გამოვლენილან.

ინფიცირებული პაციენტებიდან, 28 მოქალაქე, მკურნალობს კოვიდკლინიკაში, 144 პირი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 4 იმყოფება კარანტინში, ხოლო გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უკვე 109-ს შეადგენს.

დღევანდელი მდგომარეობით, კახეთში გამოვლენილი შემთხვევებიდან, არცერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმე არ არის და გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

რეგიონში მოწყობილ სამ საკარნტინე სივრცეში, იზოლირებულია 101 მოქალაქე, ხოლო საცხოვრებელ სახლებში თვითიზოლაციაში იმყოფება 769 მოქალაქე.

პანდემიის დაწყებიდან, დღემდე, კახეთში 30011 PCR ტესტია ჩატარებული.

24 ოქტომბერს, რეგიონში კორონა ვირუსის 37 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button