მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

დღეს კახეთში, კორონა ვირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ერთი ადამიანი გარდაიცვალა. კახეთში, კოვიდ-19-ის, ბოლო პერიოდის ყველაზე რეკორდული მაჩვენებელი, 222 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების ფაქტებიდან, ყველაზე მეტი, 51 ინფიცირებული გურჯაანშია. დანარჩენ მუნიციპლიტეტებში, მაჩვენებელი ასეთია: ახმეტა-13, დედოფლისწყარო -3, თელავი -26, ლაგოდეხი-39, საგარეჯო-44, სიღნაღი -17, ყვარელი -29.

იზოლაციაშია გადაყვანილი, ახლად ინფიცირებული პირების 58 კონტაქტი.

ამ ეტაპზე მკურნალობას გადის 1764 პაციენტი, მათ შორის 1589 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, ხოლო 175 იმყოფება კოვიდ კლინიკაში.
24 საათის განმავლობაში რეგიონში ერთი პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რიცხვი, სექტემბრიდან დღემდე, 154- მდე გაიზარდა.

მთლიანად , რეგიონში, პანდემიის დაწყების დღიდან, 18257 დადასტურებული შემთხვევაა.
სპეციალისტები განმარტავენ, რომ რეგიონში გამოვლენილ ინფიცირებულთა შორის, დაავადების მიმდინარეობის მიხედვით, კორონა ვირუსის დელტა ვარიანტი, ეგრეთწოდებული ინდური შტამი, კახეთში უკვე დაფიქსირებულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button