მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 87-ს მიაღწია

კახეთში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 87- ს მიაღწია.

კოვიდ – 19-ის ერთი შემთხვევა გამოვლინდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

ვირუსი დაუდასტურდა მამაკაცს, რომელმაც ცხელების ცენტრს, თვითდინებით მიაკითხა.
კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა, ყვარლის მუნიციპალიტეტშიც.

ეპიდემიოლოგები ინფიცირებული პირების წყაროს დადგენასა და კონტაქტების მოძიებაზე მუშაობენ.

დღევანდელი მონაცემებით, კახეთში კორონა ვირუსი 44 მოქალაქემ დაამარცხა.
თვითიზოლაციაში, ამჯამად, 183 პირი იმყოფება.

კორონა ვირუსის დადასტურებული შემთხვევები დაფიქსირებულია რეგიონის შვიდ მუნიციპალიტეტში.

ჯერჯერობით, კოვიდ- 19-ით ინფიცირების არცერთი ფაქტი არ გამოვლენილა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში.

მსგავსი პოსტები

Back to top button