მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

კახეთში, კორონავირუსით მეჩვიდმეტე პაციენტი გარდაიცვალა

ახმეტაში მცხოვრები, 80 წლის მამაკაცი კორონავირუსით გარდაიცვალა.
რადიო პერეთის ინფორმაციით პაციენტი თელავის ერთ- ერთ საავადმყოფიში, ცხელებით მოათავსეს. ჩატარებული ტესტის შედეგად, მას ჩOVID-19 დაუდასტურდა.

ექიმების ინფორმაციით, გარდაცვლილს ასაკი და თანმხლები დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

სექტემბრიდან დღემდე, რეგიონში, კორონავირუსით გარდაცვალების 16 შემთხვევა იყო დაფიქსირებული.

მთლიანად რეგიონში, ვირუსის 2189 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ახმეტის მუნიციპალიტეტში, 113 შემთხვევა დაფიქსირდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button