მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში კორონავირუსით პედაგოგი გარდაიცვალა

კახეთში, კოვიდ-19- ით, კიდევ ერთი პედაგოგი გარდაიცვალა. მაია ბეჟაშვილი წლების განმავლობაში, გურჯაანის მუნიციპლიტეტის სოფელ ჩალაუბნის საჯარო სკოლაში, ინგლისურ ენას ასწავლიდა.

ახლობლების ინფორმაციით, ოქტომბრის დასაწყისში,  კორონავირუსით, მთელი მისი ოჯახი დაავადდა.

მკურნალობის შემდეგ, ოჯახის დანარჩენი წევრები გამოჯანმრთელდნენ, თავად პედაგოგი კი, მძიმე მდგომარეობაში, ჯერ წნორის კლინიკაში, შემდეგ კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ორ კვირაზე მეტ ხანს  მკურნალობდა.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტს  დაბალი სატურაცია, თირკმელების ფუნქციის შეწყვეტა  და შინაგანი სისხლდენა აღენიშნებოდა.უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი პედაგოგი, დღეს გარდაიცვალა.

კორონავირუსით კახეთში ათზე მეტი პედაგოგია გარდაცვლილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button