მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში კოვიდ-სასტუმროები ამუშავდება

ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების გამო, კახეთში კოვიდ- სასტუმროების ამუშავება იგეგმება.
თელავის მერიას დაქვემდებარებული ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, კოვიდ- სასტუმროდ გადაწყობის სურვილი, ამ ეტაპზე,მხოლოდ ორმა სასტუმრომ გამოხატა.

” ამ ეტაპზე მხოლოდ ორი სასტუმროა, რომლებმაც კოვიდ- პაციენტების მიღების სურვილი გამოხატეს. დანარჩენებს აქვთ ჯავშნები და ამ ჯავშნების გაუქმება მათ პრობლემებს შეუქმნის” – განაცხადეს საინფოაციო ცენტრში.

კახეთის გუბერნატორის მოადგილე, პლატონ კალმახელიძე ადასტურებს, რომ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტაციასთან კომუნიკაცია, კოვიდ-სასტუმროების მოწყობასთან დაკავშირებით, შემდგარია.

“ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ადმინისტრაციასთან. ეპიდემიოლოგიური ვითარება ვხედავთ, რომ ყოველდღე რთულდება.წარსულის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ადამიანებს ვისაც. სახლში იზოლაციის შესაძლებლობა არ აქვს, კოვიდ- სასტუმროები ძალიან დაეხმარა. ოფიციალური ხელშეკრულება ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უნდა გააფორმოს და ალბათ, მუშაობენ”- განაცხადა კალამახელიძემ.

კორონა ვირუსის პირველი და მეორე ტალღის პირობებში, კახეთში ხუთი კოვიდ-სასტუმრო მუშაობდა, სადაც ვირუსის მსუბუქი მიმდინარეობის მქონე, პაციენტები გადაჰყავდათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button