მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში ლეჩურთან ტყეში გაჩენილი ხანძრი ლიკვიდირებულია

თელავის მუნიციპალიტეტის ტყეში გაჩენილი ხანძარი, ლიკვიდირებულია.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების განმარტებით, კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ – „112“-ში შევიდა .

“მიღებული ინფორმაციით, სოფელ ლეჩურთან, მთის ფერდობზე, ფოთლოვან ტყეში შეინიშნებოდა დაკვამლიანება. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს, ეკალ-ბარდს და ხის ხმელ ტოტებს გაუჩნდა.

მეხანძრე-მაშველების მიერ უწყვეტი სამუშაოების შედეგად მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება.”- ნათქვამია ინფორმაციაში.

ცეცხლის ქრობის პროცესში, ორი დღის განმავლობაში , ჩართული იყო 50-მდე მეხანძრე-მაშველი და დრონები.

რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ მოხერხდა.

მთელი ღამის განმავლობაში, პრევენციისა და მონიტორინგის მიზნით, ადგილზე იმყოფებოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

უწყება არ აკონკრეტებს, რა ფართობზე დაზიანდა ტყე, ხანძრის პროცესში.

მსგავსი პოსტები

Back to top button