კახეთში “ლიბერთი ბანკის” ფილიალი გაქურდეს

კახეთში, სოფელ ბაკურციხეში “ლიბერთი ბანკის” ფილიალი გაქურდეს.

ფილიალი ტერიტორიული ორგანოს შენობაშია განთავსებული. პოლიციის ოფიციალური ინფორმაციით, მოპარულია კომპიუტერული ტექნიკა.

ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის განცხადებით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება გურჯაანის პოლიციამ დაიწყო.

დაახლოებით ორი თვის წინ, მსგავსი შემთხვევები მოხდა სოფლებში: ანაგასა და ჯუგაანშიც.

მსგავსი პოსტები

Back to top button