მნიშვნელოვანისაქართველო

კახეთში, ლუგარის ლაბორატორიიდან 14 ადამიანის ანალიზის პასუხს ელოდებიან

კახეთში ცხელების ცენტრებმა პაციენტების მიღება დაიწყეს. რეგიონში ცხელების ოთხ ცენტრში 14 პაციენტია მოთავსებული.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში თოთხმეტივე პაციენტის ანალიზია გაგზავნილი და პასუხი საღამოს ან ხვალ დილით გახდება ცნობილი.

ხიზანიშვილი ამბობს, რომ ამ ადამიანებს აღენიშნებათ ტემპერატურის მატება, თუმცა ყველა მათგანის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

“ცხელების ცენტრებში პაციენტთა ნაწილი გადმოყვანილია საკარანტინო სივრციდან, ნაწილი კი ბინიდან. ყველა მათგანს რესპირატორული ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს. ახალი რეგულაციის გათვალისწინებით, ყველა მსგავსი პაციენტის კორონავირუსზე შემოწმება ხდება. რაც შეეხება რეგიონში ეპიდსიტუაციას, სტაბილურია და ამ დრომდე COVID-19-ის არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა. 10 საკარანტინო ზონაში მყოფი მოქალაქეების რაოდენობა 494 -მდეა. თვითიზოლაციაში 28 პირი რჩება. 6-ს სპეციალისტების მეთვალყურეობა მოეხსნა. სპეციალისტების ჩართულობით რეგიონში ცხელების 4 ცენტრი ფუნქციონირებს. მათ შორის ორი თელავში, ერთი ლაგოდეხში და საგარეჯოში”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button