მნიშვნელოვანირეგიონი
კახეთში მამაკაცს ტყეში ხე დაეცა და გარდაიცვალა
უბედური შემთხვევა კახეთში– მამაკაცს ტყეში ხე დაეცა და გარდაიცვალა.
შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორში მოხდა.
მამაკაცი ტყეში იმყოფებოდა, მოჭრილი ხე წაიქცა და ის ქვეშ მოიყოლა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი შეშის დამზადებას ცდილობდა.
გარდაცვლილი უკვე საკუთარ საცხოვრებელ სახლშია გადასვენებული.
კახეთში, შეშის დამზადების ყოველ სეზონზე, ადამიანის გარდაცვალების რამდენიმე ფაქტია დაფიქსირებული.