მნიშვნელოვანისიახლეები
კახეთში მდინარე იორში არასრულწლოვანი დაიხრჩო

კახეთში, მდინარეში არასრულწლოვანი დაიხრჩო
საგარეჯოს მუნიციპლიტეტში, მდინარე იორში არასრულწლოვანი დაიხრჩო. შემთხვევა სოფელ ხაშმის ტერიტორიაზე წუხელ მოხდა.
ადგილობრივების განმარტებით, მოზარდი მდინარეში ჩავარდა. ის წყლიდან თვითმხილველებმა ამოიყვანეს და პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას და სამაშველო სამსახურს არასრულწლოვანი გარდაცვლილი დახვდა.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია იმყოფება.