მნიშვნელოვანირეგიონი
კახეთში მდინარემ მამაკაცი ავტომობილიანად გაიტაცა

72 წლის კაცი დინებამ წაიღო და უკვე ცნობილია რომ მაშველებმა გარდაცვლილი იპოვნეს.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, მიუხედავად სამაშველო სამსახურის ძალისხმევისა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურში მოხდა.
მამაკაცი, რომელიც ავტომობილში შვილთან ერთად იმყოფებოდა, ადიდებულ მდინარე სტორში გასვლას ცდილობდა.
არსებული ინფორმაციით, მდინარეში ავტომანქანის ძრავამ აღარ იმუშავა და მძღოლმა გზის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
ავტომანქანა მდინარემ გაიტაცა, ახალგაზრდა მამაკაცმა წყლიდან გასვლა მოახერხა, 72 წლის კაცი კი, დინებამ წაიღო.
უბედური შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახური, პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული.