
მსხვერპლით დასრულდა ხანძარი კახეთში- მძიმე დამწვრობით მამაკაცი გარდაიცვალა.
შემთხვევა წუხელ, საგარეჯოში მოხდა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელ სახლს მოულოდნელად გაუჩნდა .
ძლიერი დაკვამლიანების გამო, ოჯახის ერთ- ერთმა წევრმა, შენობის დატოვება ვერ მოახერხა.
მიღებული დამწვრობების შედეგად, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ხანძრის გაჩენის კონკრეტული მიზეზი,ამ დროისათვის უცნობია.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.