კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

კახეთის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, გურჯაანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 71 წლის ალექსანდრე ზარდიაშვილი დააკავეს.

სამართალდამცავების ვერსიით,  ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში, სამეზობლო დავის ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით მეზობლად მცხოვრებ ბიძაშვილსა და მის მეუღლეს,  სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ალწსანდრე ზარდიაშვილი, მომხდარიდან მალევე, სოფელ გურჯაანის მიმდებარე ტერიტორიაზე, მინდორში დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – გლუვლულიანი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე,. საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, მკვლელობა გურჯაანში, დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button