მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში ომი გრძელდება-ფრონტზე 63 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა

რუსებმა დონეცკის ოლქში ქალაქი კრასნოჰორივკა დაბომბეს, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას დონეცკის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვადიმ ფილაშკინი ავრცელებს.
“კრასნოჰორივკას დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. დღეს დილით რუსებმა ქალაქი დაბომბეს არტილერიით – სასიკვდილოდ დაიჭრა 72 წლის მამაკაცი,” – წერს ფილაშკინი.
ფილაშკინის თქმით, დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე ამჟამად 524 000 მოსახლე რჩება. რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე, დონეცკის რეგიონიდან 1 355 000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 164 000-ზე მეტი ბავშვია ევაკუირებული.

რუსებმა კრასნოჰორივკა დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვადიმ ფილაშკინი ავრცელებს.
“დღეს დილით რუსულმა ძალებმა ქალაქი არტილერიით დაბომბეს – 72 წლის კაცი სასიკვდილოდ დაიჭრა.
ყველას ვთხოვ – გაუფრთხილდით საკუთარ თავს და თქვენს ახლობლებს, დროულად მოახდინეთ ევაკუაცია!”, – აცხადებს დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
“დაახლოებით 7:00 საათზე რუსეთის არმიამ ხერსონი დაბომბა დროებით დაკავებული მარცხენა სანაპიროდან, შედეგად 76 წლის მამაკაცი დაიჭრა,” – ამბობენ ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციაში.

5 მარტს რუსეთის სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ ოდესასა და მის გარშემო მდებარე რაიონებზე. გამოცხადებული იყო საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები ვალდებული არიან უსაფრთხო ადგილებში გადავიდნენ.

წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, შეტევისას, რომელიც სამ საათს გაგრძელდა, 22-დან 18 დრონი ჩამოაგდეს.

უკრაინის თავდაცვის ძალების სამხრეთის სარდლობის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატები ოდესის საცხოვრებელ და სამრეწველო რაიონებში მანევრირებდნენ, რაც საფრთხეს უქმნიდა მშვიდობიან მოსახლეობას და ართულებდა საჰაერო თავდაცვის სისტემის მუშაობას.

სამხრეთის სარდლობის თანახმად, შეტევის შედეგად, ოდესის რაიონში დაზიანებულია ომის დაწყების შემდეგ დახურული „რეკრეაციული ობიექტის“ შენობები და კერძო სახლი.

2 მარტს ოდესაზე დრონებით შეტევის შედეგად დაინგრა მრავალბინიანი სახლი. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, დაიღუპა 12 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი.

გასული 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე, თავდაცვის ძალებსა და რუს სამხედროებს შორის, სულ 63 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან სატელეფონო საუბრისას, ბრძოლის ველზე უკანასკნელი მოვლენები განიხილა, ასევე ისაუბრეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა პარტნიორების მხრიდან, უკრაინის მხარდაჭერის პერსპექტივაზეც.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, უახლოეს მომავალში, ფრანგული ჯარების უკრაინაში გაგზავნას არ განიხილავენ, მაგრამ იწყებენ დისკუსიას, რა შეიძლება გაკეთდეს უკრაინის მხარდასაჭერად.

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 22 დრონიდან 18 ჩამოაგდეს.

“გუშინ ღამით მტერმა უკრაინის ტერიტორიაზე 22 Shahed-ის უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. აქედან უკრაინელებმა 18 მათგანის ჩამოგდება შეძლეს.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატები ოდესის რეგიონში გაანადგურეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button