მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კახეთში მოქმედი მედია-საშუალებების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

კახეთში მოქმედი მედია-საშუალებების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ჟურნალისტები თელავის ცენტრში შეიკრიბნენ და ტელეკომპანია პირველის ოპერატორის,ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმის ობიექტურად გამოძიება მოითხოვეს.

თელავის ცენტრში კახეთში მოქმედი მედია- საშუალებების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გამოუცხადებენ სოლიდარობა, თბილისში 5 ივლისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებულ ჟურნალისტებს.
ტელეკომპანია პირველის ოპერატორს,, ძალადობრივმა ჯგუფებმა, თბილისში მედიაზე განხორციელებული მასირებული შეტევის დროს, მძიმე დაზიანებები მიაყენეს.

ლექსო ლაშქარავა დღეს, დილით, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი დედამ ნახა.
ოპერატორის ცხედარი ექსპერტიზისა თვის სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს.

სოლიდარობის აქცია, თბილისში განვითარებული მოვლენების შემდეგ, კახეთში მოქმედმა ჟურნალისტებმა, 6 ივლისსაც ჩაატარეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button