კახეთში მოსახლეობა შემცირდა

საქსტატის მონაცემებით კახეთში ბოლო 12 წლის განმავლობაში მოსახლეობის რაოდენობა თითქმის 89 ათასით შემცირდა.

საგანგაშოა თუ არა ასეთი დემოგრაფიული სურათი და რა არის შიდა და გარე მიგრაციის გამომწვევი ძირითადი მიზეზები?

„კახეთის რეგიონში მოსახლეობის რაოდენობა 21, 6 % შემცირდა“ – ამ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს, მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებზე დაყრდნობით.

კვლევის მიხედვით, 2002 წლის შემდეგ კახეთში მოსახლეობის რიცხვი 88 038-ითშემცირა. ახლა, რეგიონში 319 144 ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობის შემცირების მიზეზი შიდა და გარე მიგრაციაა.

კახელები საცხოვრებელ ადგილად ხშირად დედაქალაქს ირჩევენ. ადგილობრივების ნაწილი ფიქრობს, რომ საცხოვრებელი ადგილის შეცვლის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი რეგიონში არსებული ეკონომიკური მდგომარეობაა:

„მოსახლეობა დასაქმების დიდ შანსს თბილისში ხედავს დასწორედ ეს არის მათი წასვლის მიზეზიც“.

„უმუშევრობა, სიღარიბე… ჩემს შვილს,რომელიცწლების წინ სამუსიკო სკოლაში მუშაობდა და ხელფასი 9 ლარი ქონდა, ქვეყნის დატოვება მოუწია. ის დღეს უცხოეთში ცხოვრობს და იქ მუშაობს. უკან აღარ ბრუნდება…“

„ქვეყნის დატოვების მიზეზი სოციალური ფონია და კიდევ ის, რომ უკეთესი მომავლის იმედი არ ჩანს“.

„სოფლებში სამუშაო ადგილების პრობლემაა, ამიტომ ადამიანები ქალაქში მიდიან,იქ ოჯახებში დამხმარეებად მუშაობენ და საკუთრ ოჯახებს ასე არჩენენ“, – განაცხადეს რესპოდენტებმა.

ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ პრობლემებზე ლაპარაკობენ დემოგრაფებიც. გია მელაძე გვეუბნება, რომ მოსახლეობის შემცირება მნიშვნელოვნად განაპირობა ეკონომიკური პირობების გაუარესებამ და უმუშევრობამ, ნაწილობრივ – შობადობის კლებამაც.

„კახეთში მოსახლეობის რაოდენობა თითქმის 22 % -ით არის შემცირებული, რაც სოფლებში არსებული მძიმე სოციალური პირობებით არის განპირობებული. სოფელში არარის კომუნიკაცია და სამუშაო ადგილები, ამიტომ ახალგაზრდები სოფლებს ტოვებენ და, უკეთეს შემთხვევაში, დიდ ქალაქებში მიდიან, უარეს შემთხვევაში კი, ქვეყანას საერთოდ ტოვებენ“, – განაცხადა გია მელაძემ.

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგების მიხედვით, კახეთის მსგავსად, მოსახლეობის კლება საქართველოს ყველა რეგიონშია.

2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 მილიონ 729 ათას 500 კაცი შეადგინა. საქართველოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წლის 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button