მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში მუსიკათერაპიის პირველი ცენტრი გაიხსნა

კახეთში მუსიკათერაპიის პირველი ცენტრი გაიხსნა. ცენტრი თელავში იქნება განთავსებული, სადაც ეგრეთწოდებული ნორდოფ-რობინსის მეთოდით, ნევროლოგიური პრობლემების მქონე ბავშვებსა და 19 წლამდე ასაკის მოზარდებს უმკურნალებენ.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ რეესტრში მყოფი პირებისათვის ცენტრში მკურნალობა უსასყიდლო იქნება.

მერიის სოციალური სამსახურის უფროსის, გიორგი ენუქიძის განმარტებით, სოციალურ ბაზაში მყოფ პირებს, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური დოკუმენტის წარდგენა დასჭირდებათ.

” თუ მაგალითად, აუტისტური სპექტრის მქონე პირს, ექიმი დაუნიშნავს მკურნალობას და ის წარმოადგენს ჩვენთან დოკუმენტს, რომელსაც ფორმა ასს უწოდებენ, ინდივიდუალური მკურნალობისათვის საჭირო 750, ხოლო ჯგუფური მკურნალობისათვის საჭირო 500 ლარს, მას მერია გადაუხდის”- განაცხადა ენუქიძემ.

მუსიკათერაპიით მკურნალობის ერთი კურსის ხანგრძლივობა 15 სეანსია. საჭიროების მქონე პირებს, გერმანიაში მცხოვრები სერთიფიცირებული ფსიქოთერაპევტი და ონკოფსიქოლოგი, მარინა ალთუნაშვილი მოემსახურება.

ნორდოფ-რობინსის მეთოდი ერთ-ერთი პირველია მუსიკათერაპიის მიმართულებებიდან. ის მეოცე საუკუნის 50-იან წლებში, ამერიკელი კომპოზიტორის პოლ ნორდოფისა და ინგლისელი ფსიქოთერაპევტის კლაივ რობინსის ერთობლივი ძალისხმევით ჩამოყალიბდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button