სუმოისტი ამირან წიქორიძე 18-წლამდელთა მსოფლიოს პირველობის გამარჯვებულია

ქართველმა სპორტსმენმა ფინალური შეხვედრა იაპონელ იოტა კანოს მოუგო.

წიქორიძემ ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში ესტონელი ოლივერ ვალდრე დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ამირანმა ევროპის 16-წლამდელთა ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

მსგავსი პოსტები

Back to top button