მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში ნადირობის დროს მეგობარმა შემთხვევით 27 წლის კაცი მოკლა

კახეთში , ნადირობის დროს კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა- გარდაცვლილია 27 წლის კაცი.

შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუის ტყეში ცოტა ხნის წინ მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა ტყეში მეგობართან ერთად სანადიროდ იმყოფებოდა, რა დროსაც მის მეგობარს სანადირო თოფიდან ტყვია გაუვარდა.

დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ნადირობის დროს , რამდენიმე კვირის წინ, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.

მსგავსი პოსტები

Back to top button