მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის სხდომათა დარბაზი გაიხსნა

თელავში ნაფიც მსაჯულთა სხდომათა დარბაზი გაიხსნა.

ამ დარბაზში ნაფიცი მსაჯულები პირველად ივლისის ბოლოს შეიკრიბებიან.

კონკრეტული საქმე ჯერ უცნობია. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტისთვის სივრცე თელავის რაიონულ სასამართლოში გამოიყო.

სამუშაოები ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაჯდა. ამ თანხაში შედის შენობის ინვენტარით აღჭრვა. ნაფიც მსაჯულთა სხდომათა დარბაზი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებმა გახსნეს.

დღესვე ცნობილი, გახდა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს. ამ შემთხვევაში 363 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.

მსგავსი პოსტები

Back to top button