მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში, ოჯახური ინფიცირების შემთხვევებმა იმატა

ყვარლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ახალი კორონავირუსით, შუახნის ცოლ-ქმარი დაინფიცირდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, მათ კოვიდ-19, თბილისიდან სტუმრად ჩასული შვილისგან გადაედოთ.

ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირები, ეპიდემიოლოგებმა თვითიზოლაციაში გადაიყვანეს.

ოჯახური ინფიცირების სამი შემთხვევა გამოვლინდა თელავშიც. 30 წლამდე ასაკის და-ძმა, მამისგან დაინფიცირდა.

საკარანტინე სივრცეში იმყოფება ოჯახის კიდევ ერთი წევრი, რომელსაც ჯერჯერობით, ვირუსი არ დაუდგინდა.

კოვიდ-19 დაუდგინდა ახალგაზრდა ცოლ-ქმარსაც, რომლებიც სამკურნალოდ ბინაზე იმყოფებიან.

მათი ინფიცირების წყარო, მანამდე გამოვლენილი შემოსავლების სამსახურის თანამშრომელია.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, თვითიზოლაციაშია გადაყვანილი ცოლ-ქმრის ოჯახის სხვა წევრებიც.

კორონავირუსითაა დაინფიცირებული თელავში მცხოვრები ერთ-ერთი ოჯახის ოთხი წევრიც, რომლებსაც კოვიდ-19, ასევე შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომლისგან გადაედო.

დღევანდელი მდგომარეობით, კახეთის მუნიციპალიტეტებში ყველაზე მეტი, 45 ინფიცირებული, თელავშია.
მთლიანად რეგიონში, კორონა ვირუსის 181 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button