კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონი
კახეთში ორი თვის გარდაცვლილი ქალი იპოვეს
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/04/პოლიცია-2.jpg)
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ქალის გარდაცვლების ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
რა გახდა სოფელ ველისციხეში 80 წლის ასაკის ქალის გარდაცვალების მიზეზი, ამას შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.
შემთხვევის ადგილზე, სადაც პოლიციამ ქალის ცხედარი იპოვა, ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.
ქალის ცხედარი დღეს, საკუთარ სახლში იპოვეს. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ხანდაზმული თითქმის ორი თვის გარდაცვლილია, რადგან ის ნაწილებად არის დაშლილი.
ველისციხელების მტკიცებით, გარდაცვლილის ვაჟს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, დედაზე ხშირად ძალადობდა და გარდაცვალების ფაქტიც დამალა.
პოლიციას, სახლიდან სპეციფიკური სუნის გამოსვლის შემდეგ, მეზობლებმა შეატყობინეს.